რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ვაგრძელებთ ბრძოლას ტანკებისთვის, ყოველდღე ცხადია, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს

დღეს რამშტაინის დღეა - და უკრაინისთვის თავდაცვის სიახლეები, რომლებიც ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს კვირიდან კვირამდე. ყველაფრის საჯაროდ თქმა არ შეიძლება, თუ რაზეა საუბარი რამშტაინში.

ეს დახურული დისკუსიაა და ასეც უნდა იყოს.

ზოგადად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელმა რამშტაინის შეხვედრამ გაგვაძლიერა. პარტნიორები მტკიცედ არიან განწყობილნი - მხარს დაუჭერენ უკრაინას, რამდენადაც ეს საჭიროა ჩვენი გამარჯვებისთვის.

დიახ, ჩვენ კვლავ მოგვიწევს ბრძოლა თანამედროვე ტანკებისთვის, მაგრამ ყოველდღე უფრო ცხადი ხდება, რომ ტანკებზე გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატივა არ აქვს.

მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მტკიცედ დაუჭირა მხარი უკრაინის პოზიციას დისკუსიებში.

დიდება უკრაინას. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. NATO-სა და თავდაცვის ლიდერები დაახლოებით 50 ქვეყნიდან გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე იყვნენ შეკრებილნი. სამიტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე შეთანხმება ვერ მიიღწა. ამასთანავე, იენს სტოლტენბერგის თქმით, ახალი სამხედრო დახმარებით უკრაინა შეტევების განხორციელებასაც შეძლებს

კომენტარები