საგარეჯო

პირმა, რომელმაც საგარეჯოში კორპუსიდან 5 მოკლა და 5 დაჭრა, თავი მოიკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდამსხმელმა თავი მოიკლა. უწყების განცხადების მიხედვით, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.

"შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომლთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება".- აღნიშნავს შსს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

კომენტარები