ისრაელი

ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე 80 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

Yonatan Sindel/Flash90

ათიათaსობით ადამიანი თელ-ავივში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემაში წარდგენილი ცვლილებების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

ძლიერი წვიმის მიუხედავად, პოლიციის შეფასებით, თელ-ავივის ცენტრში 80 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა. პარალელურად პროტესტი იერუსალიმის ქუჩებშიც მიმდინარეობდა.

მთავრობამ ახალი გეგმა გასულ კვირას წარადგინა, რომლის ფარგლებში პარლამენტს უფლებამოსილება ეზრდება. კერძოდ, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილებით ისარგებლებს, ხოლო მთავრობას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე მეტი კონტროლი ექნება.

ნეთანიაჰუმ ისრაელის უზენაესი სასამართლოს კონტროლის სტრატეგია წარადგინა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერმინისტრის თანამდებობა მეექვსედ 2022 წლის დეკემბერში დაიკავა. ქნესეთში ქვეყნის ახალ ხელისუფლებას 120-დან 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიამ ლიკუდმა კოალიცია ჩამოაყალიბა ულტრაორთოდოქს პარტიებთან. მემარჯვენე რელიგიური პარტიის ხელმძღვანელმა, ისრაელში ქვეყნის მმართველის თანამდებობაზე ყველაზე მეტი დრო 15 წელი გაატარა.

კომენტარები