ისრაელი

ნეთანიაჰუმ ისრაელის უზენაესი სასამართლოს კონტროლის სტრატეგია წარადგინა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის მემარჯვენე მთავრობამ პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ახალი გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებში პარლამენტს უფლებამოსილება ეზრდება. კერძოდ, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილებით ისარგებლებს, ხოლო მთავრობას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე მეტი კონტროლი ექნება.

"ეს რეფორმები გააძლიერებს სასამართლო სისტემას და აღადგენს მის მიმართ საზოგადოების ნდობას. ჩვენ ნაცვლად წყვეტს ხალხი [მოსამართლეები], რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია. ეს არ არის დემოკრატია". – აღნიშნა ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა.

ამას გარდა, ლევინის თქმით, აღნიშნული ცვლილებებით ქნესეთს უფრო მეტი კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ირჩევს, ხოლო მთავრობას მეტი უფლებამოსილება – ამ კომიტეტზე.

ასევე, დაანონსებული ცვლილებების ფარგლებში 120-წევრიან პარლამენტს ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა ექნება, თუ ეს გადაწყვეტილებები არ იქნება ერთსულოვნად მიღებული. 

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერმინისტრის თანამდებობა მეექვსედ 2022 წლის დეკემბერში დაიკავა. ქნესეთში ქვეყნის ახალ ხელისუფლებას 120-დან 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიამ ლიკუდმა კოალიცია ჩამოაყალიბა ულტრაორთოდოქს პარტიებთან. მემარჯვენე რელიგიური პარტიის ხელმძღვანელმა, ისრაელში ქვეყნის მმართველის თანამდებობაზე ყველაზე მეტი დრო 15 წელი გაატარა.

კომენტარები