რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა Challenger 2-ის ტანკებზე: რუსეთის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდება

მარია ზახაროვა

რუსეთი დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის Challenger 2-ის ტანკებს გაგზავნას ეხმიანება. როგორც BBC წერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ტანკები უკრაინაში გახდება "ლეგიტიმური სამიზნე". 

"როგორც ადრე ვთქვით, მიწოდებული იარაღი ხდება რუსეთის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე".- უთხრა ზახაროვამ BBC-ის. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გაუგზავნის. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ Challenger 2, ბრიტანული არმიის მთავარი საბრძოლო ტანკი, კიევის ძალებს “რუსული ჯარების დამარცხებაში” დაეხმარება. ინფორმაცია მას შემდეგ დადასტურდა, რაც 14 იანვარს უკრაინის პრეზიდენს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბრი შედგა.

1990-იანი წლების ბოლოს დაპროექტებული Challenger 2-ის ტანკი 20 წელზე მეტი ხნისაა, თუმცა ის, ომის დაწყებიდან, უკრაინის განკარგულებაში არსებული ყველაზე თანამედროვე ტანკი იქნება.

კომენტარები