აშშ-იაპონია

"ჩვენი როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება" – ბაიდენი კიშიდას შეხვდა

ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა
 T.J. Kirkpatrick

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერმინსტრს, ფუმიო კიშიდას შეხვდა. ბაიდენმა ტოკიოს ახალ თავდაცვის რეფორმებს ისტორიული უწოდა და ხაზი გაუსვა აშშ-სა და იაპონიას შორის თანამეგობრობის მნიშვნელობას. 

"ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ აშშ სრულიად, თავიდან ბოლომდე, მთელი არსით თანამეგობრობისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იაპონური თავდაცვის ერთგულია". - თქვა ბაიდენმა და კიშიდას ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ საკითხებზე წარმატებით გაძღოლისთვის მადლობა გადაუხადა. 

კიშიდამ ბაიდენს მადლობა უთხრა რეგიონული მასშტაბით თავდაცვაზე გაწეული სამუშაოსთვის. მისივე თქმით, იაპონია და აშშ უახლეს ისტორიაში, თავდაცვის თვალსაზრისით, ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე დგანან. 

იაპონიის პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კავშირის საფუძველს და მის მნიშვნელობას. მისი თქმით, ისინი დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობისადმი რწმენას იზიარებენ. 

"და ჩვენი როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება". - თქვა  პრემიერმინისტრმა ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრისას. 

პრემიერმინისტრად არჩევის შემდეგ ეს კიშიდას პირველი ვიზიტია ვაშინგტონში. 

ლიდერების შეხვედრის მთავარ განხილვის საგანს საერთაშორისო გამოწვევები, მათ შორის, ჩინეთიდან მომავალი საფრთხე წარმოადგენს

ერთი თვის წინ იაპონიამ ახალი ეროვნული უსაფრთხოების გეგმა წარადგინა, რომელიც სამხედრო დანახარჯების გაორმაგებას გულისხმობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას თავდაცვისთვის ამხელა ბიუჯეტი არ გამოუყვია. ეს ნიშნავს, რომ რეგიონული მასშტაბით საფრთხის მატებასთან ერთად ქვეყანამ პაციფისტური კურსიდან გადაუხვია.

კომენტარები