ევროკავშირი

ევროპელთა 74%-ს სურს, ევროკავშირმა უკრაინას მხარი დაუჭიროს – კვლევა

Getty images

ევრობარომეტრის უახლესი კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა (74%) ემხრობა, ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს უკრაინას. 

73 პროცენტი მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, პარალელურად კი ემხრობიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. 

უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო პოპულარულია სკანდინავიურ ქვეყნებში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და პორტუგალიაში, სადაც მხარდაჭერა 90%-ს აღწევს. თავის მხრივ კი საბერძნეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა აღნიშნა, რომ ისინი ევროკავშირის უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ეთანხმებიან.

ადამიანების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის ქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ომს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა ექნება - გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ მათი ცხოვრება უკრაინის ომის გამო შეიცვლება.

გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა 12 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, გამოიკითხა 26 000-ზე მეტი ადამიანი ყველა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან.

კომენტარები