შემოსავლების სამსახური

რუსეთიდან შემოტანილი 42 ტონა კარტოფილი უკან დავაბრუნეთ – შემოსავლების სამსახური

wikimedia.org

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტშ ყაზბეგში საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილ 42 250 კილოგრამ კარტოფილში "მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა" გამოავლინეს.

"ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, კანონით დადგენილი კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ფიტოსანიტრებმა შეაჩერეს 69,867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა. აღნიშნული მცენარეული წარმოშობის ტვირთი არ შეესაბამებოდა ფიტოსანიტარიულ ნორმებს. 

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები