ოქროს გლობუსი 2023

ოსტინ ბატლერმა ელვის პრესლის როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო

Entertainment Tonight

ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. საუკეთესო მსახიობი კაცის (დრამა) კატეგორიის გამარჯვებული ოსტინ ბატლერი გახდა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ მსახიობს ჯილდო ელვის პრესლის როლის შესრულებისთვის გადასცა. ბაზ ლურმანის Elvis წლევანდელ ოქროს გლობუსზე კიდევ ორ კატეგორიაშია წარდგენილი.

ოსტინ ბატლერისთვის ეს ოქროს გლობუსის პირველი ნომინაცია და პირველი გამარჯვებაა.

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები