ოქროს გლობუსი 2023

მიშელ იეომ კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი მოიპოვა

Variety

ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიის(მიუზიკლი ან კომედია) გამარჯვებულად მიშელ იეო დაასახელა. 

მიშელ იეომ ჯილდო ფილმ Everything Everywhere All At Once-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. დაჯილდოების პირველი გამარჯვებული იმავე ფილმის კიდევ ერთი მსახიობი კეი ჰუი ქუანი გახდა.

მიშელ იეო წარმოშობით ჩინელი მალაიზიელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა ენგ ლის ოსკაროსან ფილმში ჩასაფრებული ვეფხვი, უჩინარი დრაკონი შესრულებული როლით მოიპოვა. იესთვის ეს პირველი ოქროს გლობუსის ნომინაცია და გამარჯვებაა.

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები