ოქროს გლობუსი 2023

წლევანდელი ოქროს გლობუსის პირველი გამარჯვებულები კეი ჰუი ქუანი და ანჯელა ბასეტი გახდნენ

Befunky

ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ პირველი გამარჯვებულები დაასახელა.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი მსახიობის კატეგორიაში ფილმ Everythin Everywhere All At Once-ში შესრულებული როლისთვის ჯილდო კეი ჰუი ქუანმა მიიღო.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობის კატეგორიაში ასოციაციამ Wakanda Forever-ში შესრულებული როლისთვის ანჯელა ბასეტი გამოარჩია. ბასეტისთვის ეს რიგით მეორე ოქროს გლობუსის ნომინაცია და გამარჯვებაა.

Everythin Everywhere All At Once კიდევ ხუთ, ხოლო Wakanda Forever ერთ ჯილდოზეა წარდგენილი.

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები