რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი გეგმავს, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც უკრაინაში ომს ამართლებს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სანქციებს იმ პირებს დაუწესებს, ვინც უკრაინაში პუტინის ომს ამართლებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა საღამოს მიმართვაში ისაუბრა.

"რუსეთის ბევრ მოქალაქეს და კრემლთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც ამართლებენ ომს, ეხმარებიან მის წარმოებაში ან ადიდებენ ტერორისტულ სახელმწიფოს - იქნება სანქციები ასეთი პირების მიმართ. ყველა, ვისი ხმაც რუსული არტილერიის ღრიალთან ერთად ჟღერს, იზოლირებული იქნება ცივილიზებული სამყაროსგან".- ამბობს ზელენსკი. 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 7 იანვარს მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რამდენად ტყუილია "მოსკოვიდან გაჟღერებული ნებისმიერი დონის სიტყვა"

"მათ თქვეს რაღაც სავარაუდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ... მაგრამ რეალობა არის რუსული ჭურვები, რომლებიც კვლავ მოხვდნენ ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა: მხოლოდ რუსი დამპყრობლების განდევნა უკრაინის მიწიდან და რუსეთისთვის ზეწოლის ყოველგვარი შესაძლებლობების აღმოფხვრა უკრაინასა და მთელ ევროპაზე ნიშნავს უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენას".- თქვა მან. 

7 იანვარს, უკრაინამ რუს მომღერლებს, მსახიობებს, რეჟისორებს, წამყვანებსა და პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა

კომენტარები