რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მა უკრაინისთვის $3 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

AP

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას $3.075 მილიარდის ღირებულების დახმარებას გადასცემს. დახმარების პაკეტის ნაწილი, $2.85 მილიარდი უკრაინისთვის ამჟამად აუცილებელ სამხედრო აღჭურვილობას მოხმარდება, ხოლო $225 მილიონი უკრაინის სამხედრო ძალების მოდერნიზაციისთვის დაიხარჯება. 

ასევე, აშშ-ს ბიუჯეტიდან $682 მილიონი NATO-ს წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის შესავსებად გაეგზავნათ.

პენტაგონის მიხედვით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley, 500 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და 250 ათასი ჭურვი, 55 ჯავშანმანქანა MRAP-ი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით, 100 ჯავშანტრანსპორტიორი M113, დამატებით რაკეტებს HIMARS-ებისთვის, საზენიტო რაკეტებს Sea Sparrow. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზეც დაწერა. მისი თქმით, უკრაინა ჯავშანტექნიკას, Sea Sparrow-ის საზენიტო რაკეტებს და დამატებით სხვა იარაღს მიიღებს. 

"ასეთია შობა. $3 მილიარდის სამხედრო დახმარება უკრაინას.

პაკეტი მოიცავს HIMARS-ებისთვის აღჭურვილობას, Sea Sparrow-ის საზენიტო რაკეტებს, 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ს...

ასევე, აშშ-მ პარასკევს ახალი სანქციები დააწესა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ირანული დრონების მწარმოებელთან, ასევე ორგანიზაციის დირექტორთან, რომელიც პასუხისმგებელია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების ზედამხედველობაზე

გამარჯვების წელი მხოლოდ იწყება". - წერს ერმაკი

კომენტარები