Cavea Plus

ქართული სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" 6-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

Cavea Plus

6-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი ქართული სერიალი ხელოვნური სუნთქვა ბრუნდება. ინფორმაციას პირველი ქართული ლეგალური სტრიმინგის სერვისი Cavea Plus ავრცელებს.

"14 იანვარი ძალიან დიდი დღეა". – წერია Cavea Plus-ის პოსტში.

სერიალის მესამე სეზონის პირველი სერია 14 იანვარს, ხოლო მეორე სერია 15 იანვარს გამოვა.

ხელოვნური სუნთქვის პირველი სეზონი 2016 წელს გამოვიდა. 2 სეზონის შემდეგ შოუ ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა.

სერიალის მთავარი გმირი ახალგაზრდა ექიმი და 11 წლის მელანოს მამა შოთიკოა. ხელოვნური სუნთქვის ახალ სეზონში მთავარ როლს კვლავ თორნიკე გოგრიჭიანი ასრულებს.

ხელოვნური სუნთქვის ძველი სეზონების ნახვა Cavea Plus-ზეა შესაძლებელი. 

კომენტარები