რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთში ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობისა და წოდებების ჩამორთმევას ითხოვენ

რუსეთში მომღერალ ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობისა და წოდებების ჩამორთმევას ითხოვენ. მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, რომელშიც ისმის, რომ მელაძე სიტყვებს - "Слава Україні!", პასუხობს - "Героям слава!". 

დუმის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა, ელენა აფანასიევამ ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: 

"პირუტყვობა, სიმახინჯე, მოღალატეობა! ამისთვის მელაძეს არა ტიტულები, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა უნდა ჩამოეთვას!" 

"მისი ქცევა გაკიცხვას იმსახურებს. ნამდვილ რუს არტისტს ასე არ შეუძლია მოქცევა და არ უნდა იქცეოდეს. ის ორ სკამზე ზის და ცდილობს, ყველა მხარეს იყოს. თუმცა, მისი ქცევის გათვალისწინებით, ამ "არტისტმა" საკუთარი მხარე აირჩია. გთავაზობთ, ჩამოვართვათ მელაძეს ყველა ტიტული, რაც აქვს. ეს იქნება სწორი და სამართლიანი". - დაწერა პარტია სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის ლიდერმა, სერგეი მირონოვმა. 

კომენტარები