საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

მცირეწლოვანი, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, დაიღუპა

tsamali.ge

მცირეწლოვანი, რომელიც მშობლებს ოკუპირებული ახალგორიდან თბილისის საავადმყოფოში სამკურნალოდ გადმოჰყავდათ, გზაში დაიღუპა. ინფორმაციას მედიასთან ბავშვის ოჯახის წევრები ადასტურებენ. 

"ბავშვი ცუდად იყო, გრიპი შეხვდა, კრუნჩხვაში ჩავარდა და გზაში გარდაიცვალა. სასწრაფოთი გადმოიყვანეს ახალგორიდან". - ამბობს დაღუპულის ოჯახის წევრი, ელიზა კუდუხოვა.   

ოჯახის კიდევ ერთი ახლობელის ინფორმაციით, ოჯახს პრობლემა საბუთის გამოც შეექმნა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსულენოვანი დოკუმენტი გადმოგზავნეს. 

"რომ გადმოიყვანეს, ბავშვი შეიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, იქ რაღაც გაუკეთეს, ალბათ, წამლებს მისცემდნენ და სასწრაფოთი წამოიყვანეს. ბავშვი იქვე უკვე ცუდად იყო. რომ წამოიყვანეს, საბუთი არ მისცეს. დედას შვილი ხელში უკვდებოდა, სასწრაფოთ შეევედრა რუსებს გამიშვითო და გამოუშვეს, ქართველებსაც შეეხვეწა და იმათაც გამოუშვეს, მაგრამ აქეთ მხარეს რომ გადმოვიდა, ეს ბავშვი დაიღუპა. დედას ხელებში მოუკვდა შვილი. 

რუსულენოვანი საბუთი გადმოგზავნეს, ჩვენ რუსულენოვანს არ ვცნობთო..." - ამბობს ის. 

კომენტარები