ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 დეკემბრის ანგარიშში წერია, რომ ჭურვების ნაკლებობა რუსებს ფრონტის ნებისმიერ წერტილში სერიოზული შეტევის ორგანიზებაში ხელს შეუშლის.
"ISW თვლის, რომ უახლოეს მომავალში საბრძოლო მასალის ნაკლებობა რუსულ ძალებს ბახმუტის რაიონში ოპერაციების მაღალი ინტენსივობის შენარჩუნებაში ხელს შეუშლის“. - წერია ანგარიშში.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უკრაინის დაზღვერვის ხელმძღვანლის, კირილ ბუდანოვის კომენტარზე, რომლის მტკიცებითაც ოკუპანტები საარტილერიო ჭურვების დეფიციტს განიცდიან.
ბუდანოვის თქმით, რუსეთი დღეში დაახლოებით 20 000 ჭურს ისვიან მაშინ, როდესაც რამდენიმე თვის წინ დღიურად 60 000-ს ხარჯავდნენ. ბუდანოვის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში არსებული მარაგებიც გახარჯა.
ISW-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის განცხადება, რომ რუსებმა უკვე ამოწურეს საბრძოლო მასალის მარაგი ბელარუსში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უახლოეს თვეებში ნაკლებსავარაუდოა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა ბელარუსიდან დაიწყონ.





