მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: თუ გამარჯვებამდე ვიცოცხლებ, მინდა, ოდესაში დავბრუნდე

პირველ რიგში, ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელსაც მივიჩნევ ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ ჩერჩილის პერიოდის შემდეგ. მასთან შედარებით, ტეტჩერი და რეიგანი გვერდით ნერვიულად ეწევიან. ამავდროულად, მთელ მსოფლიოს შემოვივლიდი, ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის დახმარების მობილიზებისთვის გამოვიყენებდი. 

ასევე, მე გამუდმებით ვივლიდი [ფრონტის] წინა ხაზზე, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა, მილოცავდნენ დაბადების დღეს, თუმცა, წამითაც არ მავიწყდება ფაქტი, რომ უკვე 35-მა მათგანმა თავი გასწირა ომში, მათ შორის, 7-მა ბახმუტის ფრონტზე. ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა. 

ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და წესიერი ხალხი, ვისაც ვიცნობ, ჩემი დამხმარე ვლადიმირ ჩავრიგი დაიღუპა ხერსონთან. ჩემი ერთადერთი პირადი მცველი და უბრალოდ მეგობარი, მიშა ბატურინმა მიიღო მძიმე დაზიანებები ბახმუტთან. ასეთ ფასს იხდის უკრაინა და მთელი მსოფლიო. 

მე თავს 100%-ით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასე არასდროს მიამაყია. 

[...] ომი რუსეთის სრული მარცხითა და დაშლით დასრულდება. გამარჯვების კონკრეტული ფორმულა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე (მჯერა, ეს რამდენიმე თვეში იქნება) მინდა, ოდესაში დავბრუნდე - დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს. 

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედია უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში

კომენტარები