ფეხბურთის მეფე

"მან ფეხბურთი ხელოვნებად აქცია" – ფეხბურთის სამყარო მეფეს ემშვიდობება

DW

29 დეკემბერს ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო იგივე პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფედ წოდებული ბრაზილიელი თავდამსხმელი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სამი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

პელეს მოქმედი ვარსკვლავები და ყოფილი ფეხბურთელები გამოემშვიდობნენ.

"მშვიდობით განისვენე, პელე" – წერს ლიონელ მესი.

"ვუსამძიმრებ ბრაზილიას და განსაკუთრებით პელეს ოჯახს. სიტყვა "მშვიდობით" საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც ამ წუთებში ფეხბურთის სამყარო განიცდის. ის მილიონობით ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო იყო. მისი ჩემდამი გამოვლენილი სიყვარული, ყოველთვის ორმხრივი იყო. მას არასდროს დავივიწყებთ, ის მარადიულად იცხოვრებს ფეხბურთის მოყვარულების ხსოვნაში. მშვიდობით განისვენე მეფე პელე". – წერს კრიშტიანო რონალდო. 

"პელემდე "10" მხოლოდ ციფრი იყო. სადღაც ამოვიკითხე ეს ფრაზა. მშვენიერი წინადადებაა, მაგრამ არასრული. მე ვიტყოდი პელემდე ფეხბურთი იყო უბრალოდ სპორტი, მან კი სპორტი ხელოვნებად აქცია. ის იყო ღარიბების, შავკანიანების ხმა, რაც მთავარია ხილვადი გახადა ბრაზილია. ფეხბურთისა და ბრაზილიის სტატუსი მეფემ აამაღლა. წავიდა, მაგრამ მისი მაგია დარჩა. პელე მარადიულია"! – წერს ნეიმარი.

"ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი დანატოვარი მარადიულია". – წერს კილიან მბაპე.

"ვუსამძიმრებ ოჯახს, მშვიდობით განისვენე პელე" – წერს რონალდინიო.

"მშვიდობით განისვენე ჩემპიონო. სამოთხეს ახალი ვარსკვლავი ჰყავს, ხოლო ფეხბურთმა გმირი დაკარგა". – წერს რობერტ ლევანდოვსკი.

"მშვიდობით ფეხბურთის მეფევ" – წერს მოჰამედ სალაჰი.

"მშვიდობით განისვენე მეფეო. ფეხბურთის სამყარომ აბსოლუტური ლეგენდა დაკარგა". – წერს მარკუს რაშფორდი.

კომენტარები