მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სამხარაძე პრეზიდენტზე: შეეძლო დღეს იგივე ეთქვა - "არა და არასოდეს" გაემეორებინა იგივე

გამიჭირდება პასუხის გაცემა, იმ ორაზროვანი განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც მან [სალომე ზურაბიშვილმა] დღეს გააკეთა, თუმცა აქამდე ჩვენ გვესმოდა ყოველთვის ძალიან პრინციპული პოზიცია და ძალიან პრინციპული განცხადებები - "არა და არასოდეს". მას თავისუფლად შეეძლო დღეს იგივე ეთქვა, "არა და არასოდეს" გაემეორებინა იგივე. არამხოლოდ ამან [გააჩინა ეჭვი], მანამდეც რამდენჯერმე გაკეთდა ცოტა ორაზროვანი განცხადება, რამაც თავისთავად მოახდინა იმის პროვოცირება, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იქ მივიდნენ, მათ პასუხები დაჭირდათ პრეზიდენტისგან და ვიცით ხო, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს ადამიანები არიან ის ოჯახები, რომლებსაც მოუკლეს შვილი, ძმა, მამა და ასე შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის დროს. ამიტომ, კარგი იქნება თუ მკაფიო პასუხი გვექნება ამ საკითხზე. მის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, ჩვენ არ ვიცით რა აქვს მას განზრახული, თუმცა თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, რა თქმა უნდა, ის დაარღვევს იმ პირობას, რომელიც მას ჰქონდა მიცემული ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხნის წინ. 

უპასუხა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში წამყვანის კითხვას, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს.

დღეს, 28 დეკემბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალებაზე თქვა, რომ "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".

კომენტარები