პაპი ბენედიქტე

ემირიტუსი პაპი ბენედიქტე ძალიან ავად არის – პაპი ფრანცისკე ეკლესიას მისთვის ლოცვას სთხოვს

პაპი ფრანცისკეს თქმით, 95 წლის ყოფილი პაპი, ბენედიქტე XVI, რომელიც 600 წლის განმავლობაში პირველია, ვინც კათედრიდან გადაგა, “ძალიან ავად არის”. 

ვატიკანის მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო საათებში პაპი ბენედიქტეს ჯანმრთელობა გაუარესდა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. 

პაპმა ფრანცისკემ ეკლესიას სთხოვა, ყოფილი პაპის ჯანმრთელობისთვის ილოცონ. “მოდი, გავიხსენოთ იგი. ის ძალიან ავად არის და შესთხოვს ღმერთს, ნუგეში სცეს და მხარე დაუჭიროს მას ეკლესიისადმი სიყვარულის დამოწმებაში, ვიდრე აღსასრულამდე”. - თქვა პაპმა ფრანცისკემ. 

იმ ადამიანების თქმით, ვინც პაპი რამდენიმე კვირის წინ ნახა, პაპი ემირიტუსი ფიზიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება, თუმცა მისი გონება კვლავ კარგად ფუნქციონირებს.

პაპი ბენედიქტეს პონტიფიკატი ტრადიციონალისტურად მიიჩნეოდა, თუმცა მისი ბოლო არატრადიციული აღმოჩნდა.

ბენედიქტემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია 2013 წლის 11 თებერვალს გამოაცხადა. მისი თქმით, მას ეკლესიის მართვისთვის ფიზიკური და გონებრივი ძალა აღარ ჰქონდა. ის თანამდებობიდან ოფიციალურად იმავე წლის 28 თებერვალს გადადგა. 

კომენტარები