რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა

ოთხი უკრაინელი სამხედრო იური ჰოროვეცი, მაქსიმ მიხაილოვი, ტარას კარპიუკი და ბოჰდან ლიახოვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ მათ მოკლეს ოთხი უკრაინელი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიანკის ოლქის ტერიტორიაზე შესვლას და "დივერსიული და ტერორისტული აქტების" განხორციელებას ცდილობდა. 

რუსეთის უშიშროების სამსახურების ცნობით, დაღუპულებს თან ჰქონდათ უცხოური იარაღი, მათ შორის SIG Sauer ავტომატები, საკომუნიკაციო და სანავიგაციო მოწყობილობები და ოთხი ბომბი, რომელთა საერთო ტევადობა დაახლოებით 40 კგ ტროტილის ეკვივალენტში იყო.

დაღუპულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ, ევგენი კარასმა მოგვიანებით უკრაინელი სამხედროების სიკვიდილი დაადასტურა. რუსების მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან მან დაასკვნა, რომ ჯგუფი განაღმულ ველზე შევიდა. 

უკრაინულ მხარეს 4 მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

კომენტარები