რუსეთი

პუტინმა მედვედევი სამხედრო-სამრეწველო კომისიაში თავის პირველ მოადგილედ დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სამხედრო-სამრეწველო კომისიაში შეიყვანა. პუტინის გადაწყვეტილებით, მედვედევი კომისიის მეთაურის პირველ მოადგილედ დანიშნა. 

ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია აქვეყნებს

პუტინმა კომისიაში ასევე შეიყვანა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი, ალეკსანდრ კურენკოვი და კომისია დაატოვებინა ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილ უფროსს, იგორ არტემიევს. 

სამხედრო-სამრეწველო კომისიას ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს. კომისია თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ორგანიზებისთვის არის შექმნილი. 

კომენტარები