ჩინეთი

აშშ-ს მიერ თავდაცვის აქტის მიღების შემდეგ ჩინეთმა ტაივანთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა

Gong Yulong/Xinhua/AP

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ყოველწლიური თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი მიიღო, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 47 თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა, სულ მცირე 41-მა გადაფრინდა ტაივანის სრუტის შუა ხაზის გასწვრივ. 

ბოლო წლებში ჩინეთი სტაბილურად ზრდიდა თავისი საჰაერო და საზღვაო ოპერაციების მასშტაბებს ტაივანთან ახლოს. 

აშშ-ის კონგრესმა განიხილა და მიიღო ტაივანის უპრეცედენტო სამხედრო დახმარება. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მოიცავს 10 მილიარდ დოლარამდე უსაფრთხოების დახმარებას ხუთი წლის განმავლობაში და ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის თვალყურს.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დაარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები