ამერიკის შეერთებული შტატები

ძლიერი ქარიშხლის გამო აშშ-ში, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა

ძლიერი ქარიშხლის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა. დასავლეთ ნიუ-იორკის ნაწილი 110 სანტიმეტრამდე თოვლით იყო დაფარული, რის გამოც სამანქანო მოძრაობა შეჩერდა და ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა, კეტი ჰოჩულმა თქვა, რომ ეს იყო "ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ბუფალოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში." ძლიერმა თოვლმა და ქარბუქმა გზებზე ხილვადობა და გადაადგილება შეზღუდა, გაიყინა ელექტრო ქვესადგურები და 25 დეკემბრის ღამის მდგომარეობით, მინიმუმ 17 ადამიანი იყო დაღუპული.

"ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში." - თქვა ჰოჩულმა და მოსახლეობას მოუწოდა, გზებს თავი აარიდონ. 

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ცუდი ამინდი 26 დეკემბერსაც გაგრძელდება. მოსალოდნელია დღისით -5, ხოლო ღამით -8 გრადუსი. 

კომენტარები