რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკის თქმით, დროა ირანის მიმართ შეზღუდვები გამკაცრდეს

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ირანის მიმართ დასავლეთმა შეზღუდვები უნდა გაამკაცროს და სანქციებთან ერთად, დაიწყოს ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებელთა დაპატიმრება. 

"ირანი, რომელიც გეგმავს რუსეთისთვის სარაკეტო უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების გაზრდას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტის მოთხოვნებას… მნიშვნელოვანია, გაეროს რეზოლუციების კონცეფციაზე უარი, ვთქვათ არამოქმედ სანქციებზე,  და გადავიდეთ უფრო დამანგრეველ ინსტრუმენტებზე - ქარხნების ლიკვიდაცია, მომწოდებლების დაპატიმრება...",- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. 

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ რაიმე სახის სამხედრო ტექნიკა ირანის ისლამურ რესპუბლიკას უკრაინის ომში გამოსაყენებლად ომში ჩართული არცერთ მხარისთვის არ მიუწოდებია. მისივე თქმით, ირანი ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის პატივს სცემდა.

 5 ნოემბერს ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს.

კომენტარები