ისე თუ მოხდა, რომ სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასჯელის აღსრულების გადავადება საფუძვლიანად არ მიიჩნია, ნაციონალური მოძრაობა მორიგჯერ შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას, იქნება ეს 29-ში, 28-ში თუ შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ეს ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ეს იქნება მორიგჯერ ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, სიცოცხლით და ბედით თამაში, რადგან მათ ჰგონიათ, რომ, რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ, რათა რამე გამოუვიდეთ. იმედს ვიტოვებ, მოვა დღე, როცა სააკაშვილი გაბრაზდება და ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს დაუსვამს. ხელმოცარული პოლიტიკოსები დაკავებული არ იქნებიან მისი ბედით თამაშით და დაკავდებიან პარტიის რეორგანიზაციით, აწყობით, მოწყობით, თუ ესეც გვიანი არ არის.
მიხეილ სააკაშვილი
წულუკიანი: ვითომ გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ სააკაშვილით უნდა ითამაშონ, რესურსი არ აქვთ
tbl.ge/681z
დაკოპირდა

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




