თქვენც გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა? მე ეს არ მჯერა და არ სჯერა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომელმაც დღეს სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამგვარად მოატყუოს საზოგადოება. მთელი თავის ცხოვრება ატყუებდა და ჰყავდა სტრესში და წამებაში ქართველი ხალხი და დღეს მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ თმა რომ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა. ჩემი აზრითაც, ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს. წინა კადრები რომ ვნახე და დღევანდელი, მას შემდეგ კიდევ უფრო გამიჩნდა ეს რწმენა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ რასაც აკეთებს, რასაც კადრულობს - მსახიობობს.
tbl.ge/67zm
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




