ავღანეთი

თალიბანმა ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

თალიბანმა ავღანეთში ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა აკრძალა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი განათლების სამინისტრომ გაავრცელა და მოუწოდა ავღანეთში მოქმედ უნივერსიტეტებს, მდედრობითი სქესის სტუდენტებს სტატუსი შეუწყვიტონ.

"გაცნობებთ, რომ დაუყონებლივ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე შეაჩეროთ სწავლა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის". – წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც განკუთვნილია ავღანეთში მოქმედი ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისთვის.

უმაღლესი განათლების აკრძალვამდე ორი თვით ადრე, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალმა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა ჩააბარა, ხოლო მათ შეეძლოთ უნივერსიტეტში სწავლა იმ შემთხვევაში, თუ მათი ლექციები და სხვა საკლასო აქტივობები ცალკე შენობაში ჩატარდებოდა.

კომენტარები