ეგვიპტე

ეგვიპტეში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის დიდი საბადო აღმოაჩინეს

ეგვიპტის ნავთობის მინისტრი, ტარეკ ელ მოლა

ეგვიპტის ნავთობის მინისტრის, ტარეკ ელ მოლას თქმით, ქვეყანამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ნარგისის ბლოკში გაზის დიდი საბადო აღმოაჩინა

მინისტრის თქმით, რეზერვების დადგენისთვის კვლევები და შეფასებები ჯერ კიდევ გრძელდება. 

ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური კვლევის მიხედვით, ახალი ჭაბურღილის ზომა 3.4 ტრილიონი კუბური ფუტი გაზია.

ეგვიპტელი მაღალჩინოსნები დამატებით დეტალების გასაჯაროვებაზე უარს ამბობენ. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა ეგვიპტეს ხელი შეუწყოს, გახდეს ერთ-ერთი ენერგეტიკული ცენტრი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

კომენტარები