ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი რომ ეს არის ნამდვილი როკ-ენ-როლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას.
საქართველო-ევროკავშირი
ორბანი: 30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი – შავი ზღვის ფსკერზე კაბელი ნამდვილი როკ-ენ-როლია
tbl.ge/67t1
დაკოპირდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პლენარულ სესიაზე - სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში. სესიას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება




