აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო

რუსეთი რეალური მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არაა განწყობილი – CIA

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი, ბილ ბერნსი ფიქრობს, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები გაგრძელდება, თუმცა სააგენტო ზამთრის განმავლობაში ომის "შემცირებულ ტემპს" ელოდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, CIA  კონფლიქტის დასრულებისთვის მოლაპარაკებების უშუალო გზას  ვერ ხედავს.

"ჩვენი შეფასებით, რუსები ამ ეტაპზე რეალური მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არ არიან განწყობილნი".  - ამბობს ბერნსი. 

ოქტომბრის შემდეგ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა დააზიანა, რაც ცივ ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვას იწვევს.

კომენტარები