მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხოშტარია: ერთადერთი გამოსავალია ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ და ზურა ჯაფარიძემ საერთო ბრიფინგი გამართეს, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ისაუბრეს.

დროა-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით გავრცელებული კადრებით წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ "სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში".

"ეს არის არამხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული, საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ და ძალიან მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებული საერთოდ ფიქრთანაც ევროპაში გაწევრიანების.

ეს ჩვენ, პოლიტიკოსებს და დღეს ჩვენ ერთად ვართ - მე, ზურა [ჯაფარიძე] და გიორგი [ვაშაძე] და ვაპირებდით განცხადების გაკეთებას რეზოლუციაზე და სამოქმედო გეგმაზე, ეს ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიციას. ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით". - თქვა მან.

დღეს, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

კომენტარები