მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ჯაფარიძე სააკაშვილზე: სიტყვები უკან არ მიმაქვს – არ მეცოდება და არც მისი სიკვდილი მეწყინება

შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს ვაპატიო ის, მე რაც დამიშავა. მაგრამ, მას ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს. იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილი გამოსულიყო და ყოველდღე ბოდიში მოეხადა ამ ქვეყნისთვის, რომელიც გააუბედურა, პირიქით, კონტეინერით ჩამოვიდა, რომ საქართველოს რევოლუცია და უბედურება მოუწყოს. სააკაშვილი ის კაცია, რომელსაც 300 000 პატიმარი ჰყავდა. ის არ მეცოდება, მეტი როგორ გითხრათ. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. ტვინი ნუ წაიღეთ ამ მიშათი. საპყრობილეში მასზე უფრო მძიმე ავადმყოფებიც არიან. რა მოგივიდათ, არ გრცხვენიათ ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ? მე მრცხვენია, ასეთი ლაჩარი რომ გვყავდა [...] სააკაშვილს ევროპული სასამართლოს მიერ აქვს ბრალი აღიარებული და კეთილი ინებოს და ბრძანდებოდეს. მე ამ ხელისუფლების მიმართ მაქვს პრეტენზია, რომ ის საპყრობილეში არ არის და საავადმყოფოში იმყოფება. მთავრობას ვალდებულება აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი იყოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. პირადად მე რას ვუსურვებ სააკაშვილს, ეს ჩემი უფლებაა. არ მეცოდება-თქო, რამდენჯერ უნდა გითხრათ [...] მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უარესს იმსახურებს. მასზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია [...] ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს, გამორიცხულია, მაგრამ სააკაშვილი არ მეცოდება და რა ვქნა? მისი სიკვდილი არ მეწყინება.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე. "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ!" - თქვა 13 დეკემბერს ვიქტორ ჯაფარიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები