სოციალური მედია

Facebook-ის დედების ჯგუფების მოხმარება ქალების სტრესის დონეს ზრდის – ახალი კვლევა

Canva

პეპერდენის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, დედები რაც უფრო მეტ დროს ატარებენ დედებისთვის განკუთვნილ Facebook-ჯგუფებში, მით უფრო მეტად განიცდიან სტრესს

"ონლაინ სივრცეში შესულ დედებს ათასობით ხმა ნებისმიერ არჩევანს უკრიტიკებს, რასთან გამკლავებაც დიდ ენერგიას მოითხოვს". - აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა.

კვლევის შედეგების მიხედვით, დედებმა რჩევებისთვის სასურველია, შეზღუდონ სოციალური მედიის მოხმარება და ნაცვლად ამისა დაუკავშირდნენ მეგობრებს, ნათესავებსა და პედიატრებს.

კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი ამორო თავად გახდა დედების "ჩაგვრის მსხვერპლი". ერთ-ერთ ჯგუფში დასმულ მის მარტივ კითხვას ეგზემას მკურნალობასთან დაკავშირებით, წევრთა მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მკვლევარის თქმით, მას ჰკითხეს, გაუკეთა თუ არა შვილს აცრა, რადგან ბავშვის ეგზემას მშობლის ანტივაქსერობას აბრალებდნენ. 

მკვლევარებმა შეაგროვეს ქალების ნერწყვის ნიმუშები ოთხი დღის განმავლობაში, რათა შეემოწმებინათ ჰორმონის კორტიზოლის დონე, რომელსაც ჩვენი სხეული სტრესისა და სხვა ნეგატიური ემოციების დროს გამოყოფს. კორტიზოლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა, სისხლში შაქრის მომატება და წონის მომატება.

კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ქალები დედების ჯგუფებში, მით უფრო მაღალი იყო მათი კორტიზოლის დონე.

კომენტარები