სოციალური მედია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შეკითხვებს ტვიტერით უპასუხებს

 2012 წლის პირველი კვირიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ტვიტერის მომხმარებლების  შეკითხვებს უპასუხებს. ექსპერიმენტის სახით,  იანვარში ყოველ  პარასკევს ,  სოციალური მედია პრეს-ბრიფინგის ნაწილი გახდება.

ერთ-თვიანი ექსპერიმენტი სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის ”21 საუკუნის სახელმწიფოს მართვის ხელოვნების” შემადგენელი ნაწილია. ეს პროგრამა მოიცავს ოფიციალური პირების მეტ ჩართულობას |”ციფრულ გამოწვევებში” და გამოხატავს დეპარტამენტის მხარდაჭერას ინტერნეტის და სოციალური მედიის მიმართ.

კომენტარები