ინდონეზია

ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი, სავარაუდოდ, 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

BBC

Reuters-ის ინფორმაციით, ინდონეზია სისხლის სამართლის კოდექსში, სავარაუდოდ, ცვლილებას შეიტანს, რომლის მიხედვით, ქორწინების გარეშე სექსი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამას გარდა, კოდექსში შესატანი ცვლილებები დაუქორწინებელ წყვილთა თანაცხოვრებას, პრეზიდენტის შეურაცხყოფას და ეროვნული იდეოლოგიის საწინააღმდეგო შეხედულების გამოხატვას კრძალავს.

ქორწინების გარეშე სექსსა და თანაცხოვრების შესახებ განხილულ მუხლებში ნათქვამია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ჩივილების შესახებ განცხადება მხოლოდ ახლო ნათესავებს – მეუღლეს, მშობელს ან შვილს – შეუძლიათ. პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე კი მხოლოდ მას შეუძლია ბრალდების წაყენება.

დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კოდექსი, რომელიც როგორც მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე გავრცელდება, სამი წლის შემდეგ ამოქმედდება – მას შემდეგ, რაც მთავრობა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები შესაბამის რეგულაციებს შეიმუშავებენ.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა Reuters-ს უთხრეს, რომ პარლამენტი პლენარულ სხდომას 6 დეკემბერს გამართავს. 

კომენტარები