ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.56 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.88 თეთრით გაუფასურდა. 2 დეკემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7056 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8466 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 14 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.88 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.

კომენტარები