ენმ

მელია: ქართულ ოცნებას აწყობს, რომ ივანიშვილის ალტერნატივად კეზერაშვილი წარმოაჩინოს

არ გაგვიკვირდეს, რომ ახლა ქართული ოცნება ნირვანაშია, ტრანსშია და განცხრომაშია, როდესაც დიქოტომიას ქმნის. ქართული ოცნების მთელი პროპაგანდისტული ხაზი რა არის? რომ აქეთ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ალტერნატივა არის მაგალითად, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად. აი ამ დიქოტომიას ქმნის და განცხრომაშია. 24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ, ცალკეული ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, თუ ამ პროცესებში ჩართული არიან, უნდა იყვნენ ავანს-სცენაზე და არა კულისებში. როდესაც კულისებში ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები.

ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას აწყობს, რომ ილუზორული დაპირისპირება შექმნას და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად დავით კეზერაშვილი წარმოაჩინოს. სადაც, 100 წელი რომ ვიცხოვროთ და ყოველ წელს ერთი არჩევნები ჩატარდეს, ბევრი მიზეზის გამო, ყოველთვის პრორუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს. კეზერაშვილი მაღალი ელექტორალური ღირებულებით არ სარგებლობს. ამიტომაც ვფიქრობდი, რომ იყოს წარმატებული ინვესტორი მედია ორგანიზაციაში, რაც მისასალმებელია, მაგრამ როდესაც ის აცხადებს პრეტენზიას, ვინც არ უნდა იყოს, რომ პოლიტიკურ პროცესებს მართავდეს, აქ უკვე ის თავადაც მოწყვლადი ხდება და მთელი ოპოზიციური სპექტრიც. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები