მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

გიული ალასანია: ჩემი შვილის ჯანმრთელობით ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ

ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი, სტილი, რომელიც მოგეხსენებათ ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები საუკეთესო ლაბორატორიაში გაკეთდა. კალიფორნიაში გაკეთდა, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზებიც გაკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავიანთ რეპუტაციას. ზერელედ არ მოეკიდებოდნენ ამ საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. 

ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისაგან თავის შეკავებისკენ და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ. აქ წყდება ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი და ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრას და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. 

ჩემი შვილი არ აპირებს, რაიმე მონაწილეობის მიღებას ქართულ პოლიტიკაში... გვახსოვდეს, ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზედ გაუარესებულ ჯანმრთელობას და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსებას.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. 

კომენტარები