ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.35 თეთრით გამყარდა. 30 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7177 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8161 ლარი. ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 9.9 თეთრით ძვირია. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 2.87 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.83 ლარად.

კომენტარები