რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის გაძლიერებული შეტევების ფონზე NATO უკრაინას მეტ დახმარებას ჰპირდება

Robert Ghement/EPA/EFE

NATO-ს მოკავშირეები დაჰპირდნენ უკრაინას მეტ იარაღს და აღჭურვილობას, რათა დაეხმარონ რუსული დარტყმების შედეგად შეწყვეტილი ელექტრომომარაგების აღდგენაში. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, შეიარაღებული ძალები აკავებდნენ რუსეთის წინსვლის მცდელობებს მრავალ რეგიონში.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოთხშაბათს აღნიშნა, რომ მათ მოიგერიეს ექვსი რუსული თავდასხმა ბოლო 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, თუმცა რუსულმა არტილერიამ დაუნდობლად დაბომბა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო და ქალაქ ხერსონის სამხრეთი.

როგორც ზელენსკიმ თქვა, რუსი სამხედროები მათ ასევე უტევდნენ ლუგანსკის აღმოსავლეთით და ხარკოვში ჩრდილო-აღმოსავლეთით - ეს ის ტერიტორიაა, რომელიც უკრაინამ სექტემბერში დაიბრუნა.

”სიტუაცია ფრონტზე რთულია. ძალიან დიდი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები კვლავ ცდილობენ წინსვლას დონეცკში, ლუგანსკში და ხარკოვში და "ისინი რაღაცას გეგმავენ სამხრეთში”. - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში. 

NATO-ს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, სამშაბათს დაიწყეს ორდღიანი შეხვედრა ბუქარესტში, რათა იპოვონ გზები უკრაინელების უსაფრთხოებისათვის და კიევის არმიის შენარჩუნებისთვის მომავალი მკაცრი ზამთრის დროს.

„ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, გვჭირდება ტრანსფორმატორები [ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებისთვის]“ - უთხრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს NATO-ს შეხვედრის ფარგლებში და ჩამოთვალა ის დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

კომენტარები