თბილისის მერია

მდინარაძე: შეიძლება, მალე დააყენონ საკითხი, რომ ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა"

როგორ ლოგიკაში და ისტერიაში არიან იცით – აი, ვიღაც, რომ იყოს ბოროტების პარტიის წარმომადგენელი, სიკეთეს რომ დააწერ ნებისმიერ რაღაცას, გინდა სლოგანად მოიტანო, გინდა ნებისმიერ შენობას რომ დააწერო სიკეთე, ამის წინააღმდეგ გაილაშქრებენ. მაგალითად, თუ უნდათ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ჯვარი გააღიზიანებთ. ამ ლოგიკით მაშინ შეიძლება დააყენონ საკითხი, რომ ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა", იმიტომ, რომ სიტყვა მშვიდობაა, თან იტყვიან, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ტოლსტოიო და თან მშვიდობაა ნახსენებიო.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე. თბილისის საახალწლო სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" იქნება. "მშვიდობას" მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება კონსპიროლოგიურ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პროპაგანდაში იყენებდა

კომენტარები