ივანიშვილის პროპაგანდა

POSTV დადიანების სასახლეზე: ქართუმ $1 328 000 დახარჯა, აშშ-ს $300 000 უთუოდ წაეშველება

"ფონდმა ქართუმ დადიანების სასახლის აღსადგენად 1 328 000 დოლარი დახარჯა.
ამერიკის საელჩოს მიერ გამოყოფილი 300 000 დოლარიც სასახლის აღდგენას უთუოდ წაეშველება" - ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული ტელევიზია POSTV დადიანების სასახლის აღსადგენად ამერიკის საელჩოს გამოყოფილ დახმარებას.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, იწყება დადიანების სასახლის აღდგენა, რისთვისაც აშშ-მ $300 000 გამოყო. 

"სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას". - დაწერა ამერიკის საელჩომ.

კომენტარები