საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები

რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემიძლია, გამოვიტანო დასკვნა, რომ რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენ შორის, ჩვენსა და რადიკალურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის არის უცხო, ის ჩვენთვის ორგანული, ბუნებრივია. ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები. ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმას გავაკეთებთ.

ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ. მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე, როგორც მიუღებელია და არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება, როცა მაგალითად, სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილი თუ მოქმედი წევრები თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. სად არის აქ ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პირიქით, ესენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები