ქალები ავღანეთში

UN: ქალების მიმართ თალიბანის ქცევა, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ჩაითვალოს

ქაბული, ავღანეთი
Reuters

გაეროს ექსპერტების ცნობით, თალიბანის ქცევა ავღანელი ქალებისა და გოგონების მიმართ, მათ შორის, პარკებში, სპორტულ დარბაზებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მათი არდაშვება, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს

გაეროს სპეციალური მომხსენებლის, რიჩარდ ბენეტისა და 9 წევრისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ქალებისა და გოგონების მიმართ თალიბანის მოპყრობა, შესაძლოა, იყოს "გენდერული ნიშნით დევნა", რომის კანონის წესდების მიხედვით, რომლის ერთ-ერთი მხარე ავღანეთიცაა. 

ამას გარდა, გაეროს ექსპერტების ინფორმაციით, ქალების სახლში გამოკეტვა "პატიმრობის ტოლფასია", რამაც, შესაძლოა, ოჯახში ძალადობისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდა გამოიწვიოს. 

 "ამჟამინდელი გაეროს სანქციების მიერ უდანაშაულო ავღანელების კოლექტიური დასჯა, ქალთა უფლებებისა და თანასწორობის სახელით, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს წარმოადგენს". – ამბობს თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, შეფასების საპასუხოდ.

კომენტარები