ილონ მასკი

ტრამპის TWITTER-ის დაბლოკვა მძიმე შეცდომა იყო – ილონ მასკი

მილიარდერის და Twitter-ის მფლობელის, ილონ მასკის შეფასებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშის დბლოკვა "მძიმე შეცდომა" იყო. მასკის სიტყვებით, ეს შეცდომა უნდა გამოსწორებულიყო, თუმცა მისივე თქმით, Twitter-ზე ძალადობის წახალისება კვლავ აკრძალული იქნება. 

"მე არ მაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი Twitter-ზე არ წერს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Twitter-მა გამოასწოროს სერიოზული შეცდომა - მისი ანგარიშის დაბლოკვა, მით უმეტეს, რომ მას კანონი და მომსახურების პირობები არ დაურღვევია". - დაწერა მასკმა. 

გასულ კვირას მასკმა თავიდან გაააქტიურა ტრამპის ექაუნთი მას შემდეგ, რაც 51.8%-მა Twitter-ის გამოკითხვაში ტრამპისთვის ანგარიშის აღდგენას დაუჭირა მხარი.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, Twitter-ზე დაბრუნებას არ აპირებს. მან ილონ მასკს ოქტომბერში პლატფორმის აღმასრულებელ დირექტორად გახდომა მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ დაბრუნების აზრს ვერ ხედავდა. მისი თქმით, მისივე სოციალური მედიის პლატფორმა - Truth "უკეთ გამოიყურება და უკეთესად მუშაობს". ეს აპლიკაცია Trump Media & Technology Group-ის მიერ არის შექმნილი.  

2021 წლის 6 იანვრიდან, QAnon-ის წარმომადგენლების აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპს Twitter-ზე წვდომა შეეზღუდა. მალევე, ყოფილ პრეზიდენტს წვდომა შეეზღუდა Youtube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზეც.

შეზღუდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან შექმნა საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social. წინა კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ტრამპი აპირებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლოს

მასკმა Twitter-ზე კონტროლი 44 მილიარდი დოლარის გარიგებით ოქტომბერში მოიპოვა. უკვე აღადგინა ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები. მასკის თქმით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვის შორის ბალანსის პოვნაა. 

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერდა მასკი.

მასკის გეგმების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები