რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

გუშინ, 25 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.  

ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. იანუშევიჩის ინფორმაციით, 25 ნოემბერს, დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა ხერსონისა და ბერისლავის ოლქები 39-ჯერ დაბომბეს. 

ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ქალაქები - ჩერნობაევკა, ანტონოვკა, ნიკოლსკოე და მუზიკოვკა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, სავაჭრო შენობები და სკოლა. 

კომენტარები