"ეკონომიკის მაღალი ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს დასაქმების ტენდენციებზე". - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, 2022 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, ის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 15.6%-ია.
"ეს უკეთესი მაჩვენებლია, ვიდრე პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად - 77.5 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ - 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 47.4 ათასი ადამიანით". - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
ლევან დავითაშვილის მტკიცებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
ვიცეპრემიერის აზრით, დასაქმების არსებული სურათი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე.