მეტრო ახმეტელი

კალაძე ახმეტელზე: დაწყებულია პროექტი, ეს არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები

დღეს ახმეტელის მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტებთან დაკავშირებით – ვერ ატარებდა მგზავრების შესაბამის რაოდენობას, რამაც გამოიწვია მეტროს გარეთ ადამიანების დაჯგუფება. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს არც ჩემზეა დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, პირველი პროექტი განხორციელდება, ეს არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. მოკლევადიანი პროექტის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავა მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი გულისხმობს ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამომასასვლელის გაკეთებას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზე ვართ, რა კეთდება და ზოგადად, რა იგეგმება ამ მიმართულებით.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები